"ეროვნული საბჭო" მოსკოვში წარმომადგენლობას ხსნის.
ამის შესახებ დღეს გლდანში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა.
"დაარსდება წარმომადგენლობა, რომელიც პირველ რიგში იმ საქმიანობით დაკავდება, რაც ჩვენ მოსკოვში და პეტერბურგში წამოვიწყეთ, კერძოდ კი ქართულ დიასპორებთან ერთად ჩვენ გვინდა შევქმნათ საკორდინაციო საბჭო, რომელიც რუსეთში საქართველოს გამთლიანების იდეას ლობირებას გაუწევს", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშული ორგანიზაცია როგორც რუსეთის დუმის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას გეგმავს.