"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას ნავთობბიზნესის მონოპოლიაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. დღეს, "ლეიბორისტებმა" საწვავზე ფასების ზრდა ავტომანქანების მსვლელობით გააპროტესტეს. "ლეიბორისტიებმა" და მათმა მხარდამჭერებმა კომპანია "ლუკოილის" სათაო ოფისთან აქციაც გამართეს.
"ლეიბორისტი" ლიდერების განცხადებით, საქართველოში მოქმედმა 4-მა საწვავის შემომტანმა კომპანიამ ბაზრის მონოპოლია მოახდინა. მათივე ბრალდების მიხედვით, ეს კომპანიები ხელისუფლების მფლობელობაში არიან.
"ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი" და "რომპეტროლი" მთლიანად კონტროლდება პირადად პრეზიდენტის და სახელისფლებო კლანის მიერ. საქართველოში ბენზინის ფასები ძალიან ძვირია", _განაცხადა კახა ძაგანიამ.
"ლეიბორისტები" ხელისუფლებას, მოსახლეობის დისკრიმინაციაშიც სდებენ ბრალს. პარტიის გენერალური მდივნის სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ამის ნათელი მაგალით ბენზინის ტალონების დარიგებაა. შატბერაშვილის მტკიცებით, აღნიშნული ტალონის მფლობელი პირები ბენზინს 1,20 ლარად ყიდულობენ, მაშინ როცა, საწვავის გასაყიდი ფასი 1,80 ლარია.
"სახელისუფლებო ბანდამ, თავიანთი აქტივისტების წასახალისებლად და ხალხის მოსასყიდად ახალი სატყუარა მოიგონა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობის დისკრიმინაციას ახდენენ,"_ აღნიშნა შატბერაშვილმა.