"სახალხო დემოკრატების" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა ივანიშვილმა დიდუბის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად თენგიზ სულაქველიძე წარადგინა. ყოფილი ფეხბურთელის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგინება დიღმის მასივში გაიმართა.
ნიკა ივანიშვილმა ამომრჩეველს სულაქველიძის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, თენგიზ სულაქველიძემ სპორტული ასპარეზობის დროს ქართველი ხალხი ბევრჯერ გააახარა და წარმატებულ სვლას თბილისის საკრებულოშიც გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ სულაქველიძე ზუსტად 29 წლის წინ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, სადაც თბილისის "დინამომ" თასების მფოლობელთა თასის გათამაშების ფინალში იენის "კარლ ცაისი დაამარცხა.