აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თინა ქეიდენაუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებული ვითარების გასაცნობად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
ქეიდენაუ აშშ-ს საელჩოში ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე მიიღო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა, პარტია "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საარჩევნო გარემოში უკეთესობისკენ არაფერი არ შეცვლილა.
"მიუხედავად ამის ჩვენ ვიბრძვით ამ არჩევნებისთვის და მასში გამარჯვების ძალიან დიდი შანის გვაქვს. ამასთან, ქეიდენაუსთან ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევებიც გავაპროტესტეთ", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, კი მათ ქვეყნის მხარდაჭერისთვის ამერიკელ მაღალჩინოსანს მადლობა გადაუხადეს.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დღეს ექსპერტებს და პოლიტოლოგებს შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიაექსპერტებთან. 16:00 საათზე კი ქეიდენაუ საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგორ ვაშაძეს შეხვდება.