ვაზისუბნის საარჩევნო ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ გაჩეჩილაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც ადგილობრივებთან შეხვედრაზე მმართველის გუნდის კანდიდატმა აღნიშნა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოში ვაზისუბნის მოსახლეობის პრობლემების შესახებ შესაბამის ზომებს მიიღებს.
მოსახლეობასთან საუბრისას ზურა გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა დასაქმება, რომელსაც ავარიული შენობების რეაბილიტაციის მასშტაბების გაზრდისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტს.