საქართველოს პრეზიდენტი თბილისშია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქვეყნის პირველი პირი კოსტა-რიკადან წუხელ ჩამოფრინდა.
მიხეილ სააკაშვილი მუშაობას უკვე შეუდგა და როგორც ავლაბრის რეზიდენციაში განმარტავენ, ის დღეს, 5 დეკემბრის ქუჩაზე, საცურაო აუზ "ოლიმპიკს" გახსნის.
5 დეკემბრის ქუჩაზე პრეზიდენტის მისვლას 15:00 საათისთვის ელოდებიან.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ 7 მაისიდან იმყოფებოდა. ის ჯერ რომს, შემდეგ კი კოსტა-რიკას სტუმრობდა, სადაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.