მომავალი კვირიდან პარლამენტში რიგგარეშე სესიები გაიმართება. დეპუტატების განცხადებით, მნიშვნელოვანი კანონპროექტები დაგროვდა, რომლის განხილვაც პარლამენტმა მიმდინარე წელს უნდა დაასრულოს. რიგგარეშე სესიების ძირითადი თემები მომავალი წლის ბიუჯეტი, მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებული რეფორმები და საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებები იქნება.