ხვალ, 13 მაისს, 12:00 საათზე, მოძრაობა "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" ოფისში (ჭავჭავაძის გამზ.29.ბ.19) პრესკონფერნეციას გამართავს ორგანიზაციის ლიდერი გია ჟორჟოლიანი.
პრესკონფერენციაზე მოძრაობა გააკეთებს განცხადებას დღევანდელი სახელისუფლებო კრიზისისა და მისი მიზეზების შესახებ. ასევე გამოცხადდება მოძრაობის ახალი ინიციატივა, ფართო საზოგადოებრივი კამპანიის _ "ვაქციოთ ომი ისტორიად!" დაწყების შესახებ.