საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა, არ ჩაერიონ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში.
მთავარმა პროკურორმა შეახსენა პროკურტურის თანამშრომლებს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პროკურატურის მუშაკებს არა აქვთ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება.
ზოდელავას განმარტებით, პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება.