თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „BILGILI BIRADERLER"-ის კაპიტანი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ერდოგანი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
სასამართლოს დადგენილებით, ერდოგანს დაეკისრა ჯარიმა 65000 ლარის ოდენობით და გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 944,17 ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდამდე გემის კაპიტანს გემის ბათუმის პორტიდან გაყვანის უფლება ჩამოერთვა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „BBILGILI BIRADERLER"-ი, ზღვის დაბინძურების ფაქტზე 29 ოქტომბერს დააკავეს.