" განათლების სისტემის არც ერთ თანამშრომელს არავითარი საფრთხე, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება არ ემუქრება, მათი ან მათი ახლობლების პოლიტიკური პოზიციის გამო", - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე განათლების სამინისტრომ ყველა სკოლის დირექტორს და განათლების სისტემაში არსებულ სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელობას მკაცრი მითითება მისცა, რომ საარჩევნო კამპანიის ჩატარება სკოლებში ან სხვა საგანმანათლებო დაწესებულებში არ მოხდეს. განათლების სისტემის ყველა თანამშრომელი თავისუფალია პოლიტიკურ არჩევანში. სამსახურეობრივი ზეწოლა პოლიტიკური მრწამსი გამო დაუშვებელია", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში 4 საჩივარი შევიდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რამდენად საფუძვლიანი ეს საჩივრები, რეაგირება მაინც ხდება: შესული შეტყობინება, როგორც მომჩივანთან, ისე მერე მხარესთან მოწმდება.