"სახალხო დემოკრატების" ლიდერმა, მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა გლდანელებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ საღარაძე წარუდგინა.
"გურამ საღარაძის ცხოვრებისეული გამოცდილება და წარმატებები მაძლევს უფლებას ვიყო დარწმუნებული, რომ იგი შეძლებს გლდანელების ხმა დაიცვას თბილისის საკრებულოში. ვიცი, იგი თვენი უფლებების ღირსეული და თავდადებული დამცველი იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა კანდიდატის წარდგენისას.
გურამ საღარაძე პროფესიით სპორტსმენია. ის მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი იყო. დაჯილდოვებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენებით. არის თბილისის საპატიო მოქალაქე.