საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დღეს დაბრუნდება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი კოსტა-რიკაში იმყოფება, საიდანაც, იგი საქართველოში სავარაუდოდ დღეს, დღის ბოლოს დაბრუნდება.
პრეზიდენტის შესახებ დამატებით ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომში 7 მაისს გაემგზავრა, სადაც რომის პაპს ბენედიქტე XVI შეხვდა, რის შემდეგაც კოსტა-რიკაში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.