საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს დენის ზვიზდიჩს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
საქართველოს პრემიერი, მთავრობის სახელით, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოძმე ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.
„მწამს,ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება, ხოლო თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ შემდგომშიცგანვითარდება და გაღრმავდება", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.