"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი თარგამაძე გურიას, აჭარას და სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდება.
უფრო კონკრეტულად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დღეს ოზურგეთსა და ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და მხრადამჭერებს შეხვდება.
13, 14 და 15 მაისს კი შეხვედრები გაიმართება ბათუმში, ხელვაჩაურში, ხულოში, შუახევში, ქედასა და ფოთში.
თარგამაძის რეგიონალურ შეხვედრებს, რომელიც ამჟერად დასავლეთ საქართველოში 4 დღე გაგრძელდება, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IღI) უწევს ორგანიზებას.