სენ-დენის სპეცოპერაციისას ტერაქტების მთავარი ორგანიზატორის, აბდელჰამიდ აბაუდის ბიძაშვილს, ჰასნა აითბულაჰსენს თავი არ აუფეთქებია. ამის შესახებ ოფიციალური პარიზი იტყობინება. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არა ქალის, არამედ მამაკაცის სხეულის ფრაგმენტები იქნა ნაპოვნი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სენ-დენში თავი შაჰიდმა ქალმა ჰასნა აითბულასენმა აიფეთქა.