საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი, პასკუალე ვალენტინო სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს ეწვია.
მინისტრი ადგილზე გაეცნო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვის შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. პასკუალე ვალენტინო პირადად გაესაუბრა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და მათგან მიიღო ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ.