‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ვიზიტი და შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან გრძელდება. ALDE-ს პრეზიდენტს სერ გრეჰემ უოტსონთან შეხვედრის შემდეგ, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, საგარეო მდივანი მაია ფანჯიკიძე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი და თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ცაგარეიშვილი ბუდაპეშტში ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალეანსის კონგრესის ფარგლებში ALDE-ს ვიცე პრეზიდენტს ჰანს ვან ბალენს შეხვდნენ.
შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ტერორიზმის კუთხით გართულებული საერთაშორისო ვითარებაა.
‘’თავისუფალი დემოკრატები’’ აქტიურად მსჯელობენ ლიბერალ კოლეგებთან, რათა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად და დადებითად გადაწყდეს ჩვენი ქვეყნისთვის.