ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში მუსლიმანთა შესახებ მონაცემების ბაზა უნდა შეიქმნას, რაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მათზე დაკვირვებისა და თვალთვალის შესაძლებლობას მისცემს. მისივე თქმით, თუ მუსლიმანები რეგისტრაციაზე უარს იტყვიან, პროცედურა იძულების წესით უნდა განხორციელდეს.