"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ცხინვალში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დაფუძნებას აპირებს", _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ცხინვალში მყოფმა მალხაზ გულაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, იგი ცხინვალში, საკუთარ სამშობლოში იმყოფება და ამაში არავითარ უხერხულობას არ გრძნობს.
"მე, ჩემი მოძრაობის სახელით აქ მექნება შეხვედრები. ვაპირებ აქაც დავაფუძვნო "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა", თბილისში კი უახლოეს პერიოდში დავბრუნდები", - განუმარტა გულაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".