ბრიტანეთს რუსეთში ახალი ელჩი ეყოლება. დიპლომატიურ მისიას მოსკოვში ლორი ბრისტოუ უხელმძღვანელებს. ის ყოფილ ელჩს, ტიმ ბაროუს ჩაანაცვლებს. ბრისტოუ მოსკოვში ბრიტანეთის ელჩის მოადგილედ 2007-2010 წლებში მუშაობდა. მოგვიანებით კი ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. 2007 წლამდე ბრისტოუ აზერბაიჯანში ბრიტანეთის ელჩი იყო.