ყაზახეთის პრეზიდენტი, ნულსულთან ნაზარბაევი თვლის, რომ მისი შემცვლელი ჯერჯერობით არავინაა. ამის შესახებ მან ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჯერჯერობით ასეთს ვერავის ვხედავ. მხოლოდ მე ვარ. ამიტომ, ისევ მე ჩამეჭიდეთ, რადგანაც შემდეგი ლიდერი უფრო ცუდი იქნება,“-აღნიშნა ნაზარბაევმა. აპრილში ის ხმათა 97,7 პროცენტით ქვეყნის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს. ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავს.