მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსლან მუხუდინოვის დაპატიმრების სანქცია გასცა. ამჟამად ეჭვმიტანილი მიმალვაშია. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ვარაუდობს, მას შესაძლოა რუსეთის ტერიტორია ყალბი პასპორტით დაეტოვებინა. უწყების განცხადებით, ამ დროისათვის მუხუდინოვი თავს სავარაუდოდ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს აფარებს.