ჩარლი შინს ყოფილი სექსუალური პარტნიორები უჩივიან. მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში 6 ქალბატონი გეგმავს. გუშინ მსახიობმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შიდსის ვირუსით არის ინფიცირებული. როგორც მოსარჩელეები ირწმუნებიან, მათ შინთან დაუცველი სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა მსახიობს მათთვის არ გაუმხელია, რომ აიდ ინფექციით იყო ინფიცირებული. შინის ყოფილ პარტნიორებს შორის 29 წლის პორნომსახიობი ბრი ოლსონიცაა.