დღეს, 17:15 საათზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს წარადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ბესარიონ ზოიძე დატოვებს. მას უფლებამოსილების ვადა ეწურება.
დღეს უზენაეს სასამართლოში 17:00 საათზე დაგეგმილია პლენუმი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის საკითხი გადაწყდება. კუბლაშვილი ახალ მოსამართლეს პლენუმის შემდეგ წარადგენს.
ახალი მოსამართლე უფლებამოსილების შესრულებას პარლამენტის დამტკიცების შემდეგ შეუდგება.