საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მამისონის უღელტეხილზე რუსული საგუშაგოს გახსნას უარყოფს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.
"ჩვენი ინფორმაციით, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტშიც გადავამოწმეთ ამ დროისთვის მაისონის უღელტეხილზე რუსი ჯარისკაცები არ იმყოფებიან. ასევე არ დასტურდება რუსული საგუშაგოს გახსნის ფაქტიც", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაისონის უღელტეხილზე, მეტეოროლოგიურ სადგურთან რუსული საგუშაგო 6 მაისს ოფიციალურად გაიხსნა.