დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანში (რეზიდენციით ბაქოში) იონ რამბერგს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები. ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებთან საქართველოს მაქსიმალურად დაახლოების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები სტაბილურად იზრდება და ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია.
საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის განხილვას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.