"ლეიბორისტების" შეფასებით, NDI-ის კვლევის შედეგებს რეალურ რეიტინგებთან საერთო არაფერი აქვთ.
"უკვე სახეზეა, რომ ამერიკა საქართველოს კოლონიურ მართვას ახორციელებს. ვითონ NDI-ის კვლევა, სინამდვილეში სოროსის ფონდის დაფინანსებით "თავისუფლების ინსტიტუტმა" ჩაატარა", - განუცხადა გიორგი გუგავამ ჟურნალისტებს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 57 % თბილისის მერად მმართველი გუნდის კანდიდატის - გიგი უგულავას გახდომას უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა 7 %-ით "ალიანსის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, მესამეზე "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე, შემდეგი პოზიცია კი "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატ გია ჭანტურიას უჭირავს. "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური პირველ ხუთეულში საერთოდ ვერ მოხვდა.