საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან, როგორც დამოუკიდებელ მხარესთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"საქართველოს საკუთარ მოსახლეობას თავს არასდროს დაესხმება. ამიტომ მიუღებელია ჩვენთვის აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან რაიმე შეთანხმებებზე საუბარი, რადგან ისნი ჩვენთვის არანაირ მხარეს არ წამოადგენენ. ქართული მხარე მზადა ყველა ის პროექტი განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ჰუმანიტარული, რომელიც აფხაზი და ქართველი ხალხის ინტერესებში შედის და არა აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლების მოთხოვნები, რომელსაც ჩვენ არასდროს არ ვაღიარებთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. საგრეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას განცხადებით, "აფხაზური მხარე" მზადა საქართველოსთან კონსტრუქციული და პირდაპირი დიალოგისთვის, თუმცა ამისთვის აფხაზი სეპარატისტების დამატებით გარანტიებს ითხოვენ, კერძოდ კი "საქართველომ ომი არ უნდა დაიწყონ და აფხაზეთის ხელისუფლება მხარედ უნდა აღიაროს".