საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს ფრანგ ხალხს.
„ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელი ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.
საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.