ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციას, როგორც მძღოლებს, ასევე საბავშო ბაღის აღმზრდელებს გაეზარდოთ ხელფასები, ნარმანია პასუხობს:
„ოპოზიციის რეკომენდაციები ვინ რაში უნდა გაითვალისწინოს? თავის თავს მიხედონ! თავის თავს! მათი გადასაწყვეტი არ არის, ვის რა ექნება და როგორ ექნება.
არ არის ჩემთვის საინტერესო, რას ამბობს ოპოზიცია. მოქალაქეებისთვის რაც იქნება საინტერესო, მე თვითონ გავცემ პასუხს",- განაცხადა ნარმანიამ.