საქართველოში წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები. ევროპელი დიპლომატი თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა.
პიტერ სემნები ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
მოახლოებულ არჩევნებთან ერთად საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსაც შეეხება.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ეუთო-ს მისიის ფარგლებში ევროკავშირიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოდის. მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანდ ჩატარების საქმეში. ამისათვის კი აუცილებელია საკითხს ყველა პოლიტიკური ძალა კორექტულად მიუდგეს", - განაცხადა პიტერ სემნებიმ.
შეგასხენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება.