დღეს, 11 მაისს, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის აპარატიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი 25 საკითხს განიხილავს, მათ შორის "სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 16 ივნისის განკარგულების შესაბამისად გაცემილი სესხისა და მისგან წარმოშობილი ვალდებულებების პატიების თაობაზე" კანონპროექტს, რომლის მომხსენებელიც ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება.
გარდა ამისა, მთავრობა საქართველოს საპატრიარქოსთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კიდევ რამდენი ობიექტის პირდაპირი ფორმით პრივატიზების შესახებაც იმსჯელებს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა საქართველოსა და უზბეკეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვაც.
სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში 13:00 საათზე დაიწყება.