საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამ დროისთვის გამსახურდია გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაჰყავთ.
დაკავებულის ადვოკატი ქეთი ბექაური, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა, რადგან როგორც მან "ჯი-ეიჩენს" განუცხადა, გამოძიებას ცოტნე გამსახურდიას მამხილებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
მისი მტკიცებით, ამ დრომდე არ მომხდარა იარაღის ამოღება.
შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას ვაჟი 28 ოქტომბერს მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრის გამო დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით გუშინ წაუყენეს.