ხვალ, 11 მაისს, კომპანიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სატელევიზიო არხების მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოადგენენ, ხოლო დასკვნითი ანგარიში არჩევნების შემდეგ მომზადდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სატელევიზიო არხების მედიამონიტორინგს 4 კომპანია ახორციელებს. ცესკომ მედიამონიტორინგისთვის სამი ქართული (PRIME TIME, BCG , BCG და IPM) და ერთი უცხოური - უკრაინული კომპანია (Pro.mova) დაიქირავა.
როგორც ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განუცხადა, ქართული კომპანიები რაოდენობრივ და საბაზისო თვისობრივ მონიტორინგზე მუშაობენ, უკრაინული კომპანია კი მეთოდოლოგიის გამჭვირვალედ და ზუსტად წარმართვას უზრუნველყოფს და პროცესის შემდგომი განვითარებისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
"კვლევაში გათვალისწინებული იქნება ყველა ცენტრალური და რეიტინგული ქართული სატელევიზიო არხის ("რუსთავი 2", "იმედი", "კავკასია", "მაესტრო", "პირველი არხი", "მეორე არხი", "აჭარა") საინფორმაციო გამოშვებები, თოქ-შოუები, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამები", - განაცხადა გიორგაძემ.