"კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე სარაჯიშვილის 7-ში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელ კორპუსში არ შეუშვეს და მასთან საუბარზე უარი განაცხადეს. აღნიშნულის მიზეზი დევნილების განმარტებით, ბიძინა გუჯაბიძის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება გახდა.
ბიძინა გუჯაბიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინიტრი კობა სუბელიანი სარაჯიშვილის #15-ში დევნილებთან იყო მისული, დევნილებმა მათი მძიმე პირობების შესახებ მოუყვნენ, რის შემდეგაც ნასვამ მდგიმარეობაში მყოფმა მინისტრმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. M
მისი ინფორმაციით, დევნილები დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით სარაჯიშვილის გამზირის გადაკეტვას აპირებდნენ.
სარაჯიშვილის 15-ში დევნილებიც ცხოვრების ფაქტი სინამდვილე არ აღმოჩნდა. რაც შეეხება სარაჯიშვილის 7-ში მცხოვრებ დევნილებს, მათ გუჯაბიძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას, "ჯი-ეიჩ-ენს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ეკა გულუამ აცხადებს, რომ სარაჯიშვილის 15-ში დევნილები არ ცხოვრობენ და გუჯაბიძე ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს.
"ბატონი გუჯაბიძე ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ მისამართზე სარაჯიშვილის 15-ში დევნილები არც ცხოვრობენ. ამ მისამართზე ჩვეულებრივი სავხოვრებელი კორპუსია. როგორც ჩანს, თავად გუჯაბიძე იყო მთვრალი, როცა აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებდა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გულუამ.