რუსთავის ორის იურისტები დღეს იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბერს გადაწყვეტილება მიიღო. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართავენ. ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს. ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებას დიქტატურის დამყრებად მიიჩნევს. რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას უფლებამოსილება უკვე შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტიებით, განჩინება ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს. დვალმა და საყევარიშვილმა კი უფლებამოსილების განხორციელება 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ. განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსამართლე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271–ე მუხლს დაეყრდნო, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.