100 წლის შემდეგაც შევძლებთ მეზობლებისა და ევროპის გაზით მომარაგებას, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
“აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვები აქვს. 100 წლის შემდეგაც შეუძლია გაზით, არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მეზობლები და ევროპაც მოამარაგოს. აზერბაიჯანში სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა და გვინდა, ერთიანი პოლიტიკა ვაწარმოოთ საქართველოსთან, რათა ტვირთბრუნვა გავზარდოთ”, - განაცხადა ალიევმა.