საქართველოს პარლამენტში ევრონესტის სოციალურ საკითხთა, საგანმანათლებლო, კულტურის და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის სესია მიმდინარეობს.
სესია აღნიშნული კომიტეტის თანა-თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ გახსნა, ამ წუთებში კი, სხდომაზე სიტყვით ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი გამოდის.
სხდომაზე, მისასალმებელი სიტყვით კომიტეტის თანა-თავმჯდომარე არტაკ ზაქარიანიც გამოვა.
რაც შეეხება განსახილველ საკითხს, კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე აგნიეჟკა კოზლოვსკა-რადევიჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიული კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილებისა და უნივერსიტეტების დიპლომების ორმხრივი აღიარების შესახებ ანგარიშს წარმოადგენს, რაზეც კომიტეტის წევრებს აზრთა გაცვლის საშუალება მიეცემათ.