"ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა მმართველი გუნდის დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოდის და შესაბამისი რეგისტრაციიდან მის მოხსნას მოითხოვს.
კუკავა გოგი ჩაჩანიძეს საარჩევნო კომისიის წევრების მოსყიდვაში ადანაშაულებს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "მაჟორიტარობის კანდიდატმა საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ჯერ საქეიფოდ წაიყვანა, შემდეგ კი კონცერტის ბილეთები აჩუქა".
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეიცვალოს დიდუბის რაიონის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომლებიც ამ არალეგალურ კავშირებში მონაწილეობდნენ და მეორე - განხილულ იქნას ბატონი ჩაჩანიძის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი", - განაცხადა კუკავამ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტზე "ეროვნული საბჭო" ცესკოსა და პროკურატურაში წარსადგენად შესაბამის საჩივარსაც ამზადებს.