თბილისს ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია. იული ედელ-შტეინი დღეს პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგასთან გამართავს. პარლამენტში დაგეგმილია საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერა და პრესისთვის ერთობლივი განცხადების გაკეთება. დღესვე ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ხვალისთვის დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ღონისძიება გაიმართება. იული ედელშტეინის ვიზიტი თბილისში 8 ნოემბერს დასრულდება.