საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა. იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.