საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალური ვაშინგტონიც ეხმაურება. პირველი კომენტარი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ გააკეთა. მისი თქმით, ვაშინგტონი მიესალმება გამოტანილ განაჩენზე მხარეთა მშვიდ რეაქციას და თვალყურს ადევნებს ყველა შემდგომ სააპელაციო პროცესს. “მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა ძირითადი ღირებულებებია ნებისმიერი დემოკრატიისა, რაზეც დიდად იქნება დამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი,”-აღნიშნა კირბიმ.