თბილისის მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი გიგი უგულავა ნუცუბიძის 1-ელი მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა.
უგულავამ ჯერ მათი პრობლემები მოისმინა, შემდეგ კი თბილისელების უკეთესი მომავლის გეგმაზე ესაუბრა.
ამასთან, მერობის კანდიდატმა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თბილისის მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა და პირობა დადო, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში კიდევ უფრო ბევრი რამ გაკეთდება.
"პროგრამები ბევრია და სიმართლე გითხრათ, ნებისმიერი საკითხი, ეს იქნება გზები თუ კეთილმოწყობა, მართალია დღეს უკეთესია, ვიდრე 5 წლის წინ, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარი პრობლემა არა გზა, ლიფტი, სახურავი, ან სტადიონი, არამედ სწორედ უმუშევრობაა. აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი საზრუნავი იყო და არის თბილისელების დასაქმება", - განაცხადა უგულავამ.