ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1239-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-12კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომისშედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ანგარიშში სხვა საკითხებთანერთად, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე.აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთ გამოსვლებში შეშფოთება გამოთქვეს როგორც საქართველოს დელეგაციამ, ისე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისდელეგაციებმა.
აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, რომელმაც თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ამ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების, კერძოდ, ადამიანისუფლებათა კომისრის შესვლის აუცილებლობაზე. ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემმოუწოდა რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულტერიტორიებზე, როგორც ეს არის განსაზღვრული ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით.
მე-12 კონსოლიდირებული ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებზე ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული დოკუმენტი და მხარი დაუჭირესკონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ გენერალურიმდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობა.
სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსდამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთისფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, ასევე უზრუნველყოს ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება. ევროკავშირმა დაგმორუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს შორის ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალისრეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესთანდაკავშირებით. განცხადებაში ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. აღნიშნულ განცხადებას ასევემიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ყოფილი იუგოსლავიისრესპუბლიკა მაკედონია, სან მარინო, თურქეთი და უკრაინა.
სხდომაზე ასევე გაკეთდა განცხადება სუამ-ის წევრი ქვეყნების სახელით. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროპის საბჭოში გერმანიის, საფრანგეთის,უკრაინის, ნორვეგიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ლიტვის, რუმინეთის, შვედეთის, მოლდოვის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის,ჩეხეთის, ლატვიის, ესპანეთის და სლოვაკეთის დელეგაციებმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-12 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვაპარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტისაქართველოში“ მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.