თბილისს, სამდღიანი ვიზიტით, ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი ეწვევა.
5 ნოემბერს, ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი თავდაპირველად თავის ქართველ კოლეგას დავით უსუფაშვილს შეხვდება.
პარლამენტში დაგეგმილია საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერა და პრესისთვის ერთობლივი განცხადების გაკეთება.
ხვალვე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს ილია მეორეს შეხდება.
6 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ღონისძიება გაიმართება.
იული ედელშტეინი თბილისს 8 ნოემბერს დატოვებს.
ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის ბატონ იული ედელშტეინის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
2015 წლის 4-8 ნოემბერი
პროგრამა
ოთხშაბათი, 4 ნოემბერი
23:45 დელეგაციის ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში
ხუთშაბათი, 5 ნოემბერი
09:50 გამგზავრება საქართველოს პარლამენტში
10:00-10:45 შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან
ბ-ნ დავით უსუფაშვილთან
(დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი)
10:45-11:00 საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის
ურთიერთშეთამხმების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია
11:00-11:15 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნ დავით
უსუფაშვილისა და ისრაელის სახელმწუფოს ქნესეთის
თავმჯდომარის ბ-ნ იული ედელშტეინის ერთობლივი
განცხადება პრესისთვის
11:15 გამგზავრება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში
11:30-12:15 შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან
ბ-ნ გიორგი მარგველაშვილთან
12:15 გამგზავრება საპატრიარქოში
12:30-13:15 შეხვედრა სრუალიად საქართველოს პარტიარქთან,
უწმინდესთან და უნეტარესთან ილია II
14:15-15:15 ძველი თბილისის დათვალიერება
15:15 გამგზავრება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
15:30-16:30 ეროვნული მუზეუმის საგანძურის დათვალიერება
პარასკევი, 6 ნოემბერი
09:45 გამგზავრება საგარეო საქმეთა სამინისტროში
10:00-10:45 შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან,
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან
ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილთან
10:45 გამგზავრება მთავრობის ადმინისტრაციაში
11:00-11:45 შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილთან
შაბათი, 7 ნოემბერი
20:00 ღონისძიება საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში
კვირა, 8 ნოემბერი
08:30 გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
09:20 დელეგაციის გამგზავრება საქართველოდან