დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაკითხავენ. გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ან ხელში ჩაგდების მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში დაიბარეს. წიკლაური ე.წ მოდულის შენობაში 12:00-ზე, თარგამაძე კი 16.00-ზე უნდა გამოცხადდეს. ისინი სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობას აპირებენ.