ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა აფილირების უპრეცენდენტო დონეს აღწევს.
როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პირველ სხდომაზე ჰერმანმა განაცხადა, ევროკავშირსაც უპროცედენტო სირთულეების გადალახვა უწევს.
მისი თქმით, თუ ადამიანი დაფიქრდება, მიხვდება, რომ ცხოვრება ძალიან რთულ გამოცდებს აწყობს.
„ამ მხრივ ევროკავშირიც არ არის გამონაკლისი, რადგან მასაც უპრეცედენტო სირთულეების გამკლავება უწევს. სირთულეების მიუხედავად, ევროკავშირი ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მიმართ ერთგული რჩება. ამჟამინდელი კომპლექსური პოლიტიკური კონტექტის მიუხედავად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უპრეცენდენტო დონეს აღწევს აფილირებისა. ევროატლანტიკური არჩევანი სრულ მხარდაჭერას პოულობს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში. ეს ის მიზანია, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას აერთიანებს. უნდა აღინიშნოს, რომ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებში ევროპულ არჩევანს აქვს, არ უნდა მივიღოთ როგორც თავისთავად არსებული და უნდა შევხედოთ, როგორც საზოგადოების აზრის გამოკითხვის შედეგებსაც. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ევროპასთან ასოცირების მიზნები გავაცნოთ და სწორი კომუნიკაცია გვქონდეს მოსახლეობასთან იმასთან დაკავშირებით, ჩვენ თუ რას ვაკეთებთ“, - განაცხადა ჰერმანმა.