ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ეფუძნება ერთიანი ღირებულებების გაზიარებას. ვროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, ჰერმანი მედიაპლურალიზმისა და თავისუფალი მართლმსაჯულების საკითხს შეეხო.
მისი თქმით, მრავალფეროვანი პოლიტიკური და მედიაგარემო ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის.
,,ასოცირების ხელშეკრულება ეფუძნება ერთიანი ღირებულებების გაზიარებას. ფუნქციონირებითი დემოკრატიის შექმნა მარტივი არ არის და ერთ დღეში ეს არ მოხდება. ვიცით, რომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. რაც შეეხება პლურალისტულ მედიას, მართლმსაჯულებას - მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის წარმატებისთვის და ვიმედოვნებთ, ეს ძალისხმევა გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს. მრავალფეროვანი პოლიტიკური და მედიაგარემო ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის”, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.