იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებამ საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ რწმენა გაუჩინა, რომ ხელისუფლებები ირჩევიან არჩევნების გზით და ამ ქვეყანაში აღარ იქნება რევოლუცია და დესტაბილიზაცია.
როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომაზე წულუკუანმა განაცხადა, მთავრია, ქვეყანაში ის პროცესი გაგრძელდეს, რაც სამი წლის წინ დაიწყო.
„ჩვენს უკან კარგ მემკვიდრეობას დავტოვებთ, რომელიც ეხება - დაცული ადამიანის უფლებებს, ძლიერ ინსტიტუტებს, დეპოლიტიზირებულ ორგანებს, დამოუკიდებელ სასამართლოს და თავისუფალ მედიას, რომელ სფეროშიც გინატური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ შევძლებთ, რომ მომავალ მთავრობას ასჯერ უკეთესი მემკვიდრეობა დავუტოვოთ, რომელზეც ისინი შენებას გააგრძელებენ. ამ ქვეყანაში არჩევნების გზით ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ წავიდეს. ამ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა თავისუფალი არჩევანია, რომელ ტესტსაც მომავალ წელს წარმატებით ჩავაბარებთ. გაისად ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, ის იქნება მხოლოდ ევროპული მთავრობა, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია. მომავალი მთავრობა უკვე პატარა დარჩენილ პრობლემებზე იმუშავებს, რომელსაც ალბათ, ნებისმიერი მთავრობა დატოვებს. წარსულის ძირითადი პრობლემები მოგვარებული იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა.